საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლე დემეტრე ნებიერიძე მათემატიკის კონკურსის ფინალისტია
13-06-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში მონაწილეობენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, მათ მრავალი ნიჭიერი მოსწავლე ჰყავთ და მიუხედავად ასაკისა, ისინი ძალისხმევას არ იშურებენ და კონკურსებსა და ოლიმპიადებზე - სხვადასხვა საგნებში, საკუთარი ცოდნის გამოვლენას ცდილობენ.
ერთ-ერთი ასეთი მე-4 კლასის მოსწავლე დემეტრე ნებიერიძეა. ის მათემატიკის კონკურსის „ევერესტის“ ფინალისტია. მან სხვადასხვა ეტაპს თავი ღირსეულად გაართვა. შედეგად კი, ასახელა სკოლა და მათემატიკის პედაგოგი ირმა წითაძე.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ პატარა ნიჭიერს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ, უდიდესი მწვერვალების დაპყრობას ცხოვრების ყველა ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს