„მსოფლიო XX საუკუნეში“- ორლოვკის საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა
13-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
მათ პროფესიონალი პედაგოგები საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. ამჯერად, ისტორიის მასწავლებლის - არაქსია კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია თემაზე - „მსოფლიო XX საუკუნეში“, ჩატარდა.
მოსწავლეებმა XX საუკუნეში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს მეორე მსოფლიო ომსა და ცივ ომზე. ასევე, ისაუბრეს სსრკ-ის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ.
აქტივობაში ყველა დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო, მოსწავლეებმა ცოდნა წარმატებით გამოავლინეს და აზრი დააფიქსირეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს