ბავშვთა დაცვის დაუვიწყარი დღესასწაული ჩაისუბნის საჯარო სკოლაში
13-06-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი.
გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ისეთი გამორჩეული დღე ყოფილა, როგორიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები მოეწყო, გაიმართა სხვადასხვა თამაში და შეჯიბრი. პედაგოგემა იზრუნეს, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ. მართლაც, მოსწავლეებმა დრო ძალიან სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს