ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოაწყვეს.აკადემიური წლის ბოლო ახლოვდება
მეოთხეკლასელები კი, პირველ დამრიგებელს - ნარინე სარგისიანს ემშვიდობებიან.
მოსწავლეები ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ. აღსანიშნავია, რომ გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: