ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში მოსწვალეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებლი გარემოა შექმნილი. პროფესიონალი პედაგოგები მათ სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამგვარი მიდგომა კი სასწავლო პროცესს როგორც მრავალფეროვანს, ისე სახალისოს ხდის.
ამჯერად, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგის მარიკა გიორხელიძის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - „ჩვენ და კომპიუტერი“ ჩატარდა.
პროექტისთვის მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და საინტერესოდ ისაუბრეს. აღსანიშნვია, რომ მათი ნამუშევრები ნამდვილად გამორჩეული იყო. მოსწავლეებმა შესაძლებლოები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: