
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა მოეწყო.
1-ელი - მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის, სკოლის სამედიცინო მუშაკმა, მარინა ბერიძემ საინტერესო პრეზენტაცია მოაწყო.
მომხსენებელი მოსწავლეებს სამედიცინო საკითხებზე ესაუბრა, კერძოდ მათ პირის ღრუს და ხელების ჰიგიენის წესები გააცნო და სამედიცინო კუთხით ცნობიერება აუმაღლა.
მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, ისინი მომხსენებელს დიდი ინტერესით უსმენდნენ.
იხილეთ ფოტოები: