ითხვისის N2 საჯარო სკოლაში მარათონი მოეწყო 
13-06-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეთა ინიციატივით ინგლისური ენისა და სპორტის საგნების ინტეგრირებული კომპლექსური დავალების ფარგლებში „მარათონული რბოლა“ მოეწყო.

მარათონი 9 ივნისს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანი იყო სასკოლო და სოფლის საზოგადოების გაერთიანება და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. 

IX კლასის მოსწავლეებმა, დაამზადეს პოსტერები, სიგელები, მედლები და მარშრუტის მომნიშვნელი ბანერები.

მარათონში, სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე, მასწავლებლები, მშობლები და უბნის მცხოვრებლები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მარათონის ბოლოს, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა I, II და III საპრიზო ადგილების მფლობელებს, ასევე ყველაზე პატარა (6 წლის) და უხუცეს (81 წლის) მონაწილეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ პროექტის გრძელვადიანი მიზანია მარათონული რბენის ტრადიციიად დამკვიდრება.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203