
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებას როგორც სასკოლო პროექტებში, ასევე მის გარეთ სხვადასხვა ლიტერატურულ და შემეცნებით კონკურსში აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეთერთმეტეკლასელი ლიზი დავითაძე, რომლის პედაგოგი მალვინა ზოიძე გახლავთ, „ლიტერატურულ მარათონში“ 1-ელი ადგილი დაიკავა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „ლიტერატურული მარათონი“ - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოლიმპიადაა, რომელიც 2013 წლიდან ტარდება.
„ახალდაბის საჯარო სკოლის პედკოლექტივი, ადმინისტრაცია და მოსწავლეები ვულოცავთ ლიზის მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ უფრო მეტ წარმატებებს ცხოვრებაში“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლოს საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტო: