ჩხორიის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დიმიტრი ზაქარაია საგანმანათლებლო პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე საუკეთესოთა შორის დასახელდა
13-06-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეათეკლასელი დიმიტრი ზაქარაია, რომელიც სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის - „თვითმმართველი ლიდერები 2023“ დასკვნითი ღონისძიებაზე საქართველოს მასშტაბით სამოცი მოსწავლიდან სამ საუკეთესოს შორის დასახელდა.

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი ღონისძიება 10 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

პროექტში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობის ლიდერები და თვითმმართველობის წევრები მონაწილეობდნენ (მე-10-12 კლასები).

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში თვითმმართველობის მნიშვნელობის გააააზრებას, ასევე ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი სამ ეტაპს მოიცავდა:

  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტის, პიარფსიქოლოგ მაგდა კოტრიკაძის ორდღიანი ონლაინტრენინგი თემებზე: კომუნიკაცია VS მისკომუნიკაცია, პიარფსიქოლოგია; როგორ შევქმნათ ხარისხიანი მარკეტინგული პროდუქტი;
  • გუნდური საშინაო დავალება;
  • მენტორების ხელმძღვანელობით - მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა.

პროექტში საქართველოს მასშტაბით 60 სკოლის ამდენივე მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის პრეზენტაციები კომისიამ შეაფასა.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს დიმიტრის მიღწეულ წარმატებებს“,  - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203