წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სამხატვრო სკოლაში ნორჩი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
13-06-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, რაც ბავშვების მიღწევებზე აისახება.
ახლახან, სკოლამ გზა ნორჩი მხატვრების კიდევ ერთ თაობას დაულოცა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენას ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მმართველი - ნინო ხურცია, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე - სერგო კირკიტაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე - ლევან ჩანქსელიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ცენტრის თანამშრომლები, მოსწავლეთა მშობლები და ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.
მიწვეულმა სტუმრებმა და სამხატვრო სკოლის მენეჯერმა ავთანდილ ჯიბუტმა სკოლის პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს და მხატვრებს გზა დაულოცეს.
სამხატვრო სკოლაში კურსდამთავრებულებს წარმატებებს უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს