„ნარჩენების მართვა“ - საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
13-06-2023

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობირების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბავშვები, პედაგოგებთან ერთად საინტერესო პროექტსა და აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, ისინი სასკოლო პროექტში - „ნარჩენების მართვა“ მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ თემაზე ყველა საგნობრივი კათედრის მასწავლებელმა ჩაატარა გაკვეთილი.

„გაკვეთილზე ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მავნებლობაზე, რომელსაც ადამიანები ყოველ დღე ნებით თუ უნებლიედ ჩავდივართ, ამით ჩვენ გაუცნობიერებლად დიდ ზიანს ვაყენებთ დედამიწას და დედამიწაზე მცხოვრებ ნებისმიერ ცოცხალ არსებას, ვაფერხებთ ბუნების შვილების ბუნებრივ ზრდა-განვითარებას, რომელის შედეგები შემდგომში ჩვენ ბუმერანგივით უკან მოგვიბრუნდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ - ყვავილები დარგეს და თემატური კედლის გაზეთი შექმნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თავისუფალი გაკვეთილების მიზანი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, პრობლემის დანახვა, მართვა და ადამიანის სასარგებლოდ ნარჩენების მეორეული გამოყენებაა.

„ამ ყოველივეს თითოეული მასწავლებელი თავის საგანზე მორგებულად აწვდის მოსწავლეებს და სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203