მანავის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა აკადემიური წელი საინტერესო ღონისძიებით შეაჯამეს
13-06-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში, III კლასის აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება 9 ივნისს, კლასის დამრიგებლის ხათუნა ქევხიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო.

სკოლაში აღნიშნეს, რომ ასეთ ღონისძიებებზე უკეთ წარმოჩინდება მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები, სადაც მასწავლებელი ხელს უწყობს შეიქმნას ისეთი პოზიტიური და ემოციური ფონი, სადაც თითოეული მოსწავლე თავისი შემოქმედებითი უნარის რეალიზებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ღია სპორტულ მოედანზე მასწავლებლებსა და მშობლებს III კლასის მოსწავლეებმა სიმღერები და ლექსები წარუდგინეს, დიდი ხალისით სპორტული შეჯიბრი მოაწყვეს, სადაც კლასის ორი გუნდი „ავაზები“ და „ლომები“ ერთმანეთს სპორტულ აქტივობებსა და თამაშებში შეეჯიბრნენ.

ღონისძიებაზე იუმორისტული ნომრებიც იყო, რამაც წარმოდგენა მხიარულ ზეიმად გადააქცია, გულშემატკივრების შეძახილებმა კი - მეტად ამაღელვებელი გარემო შექმნა.

ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებსაც გადაეცათ სიმბოლური სიგელები.

მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ მშობლებს აკადემიურ თუ კლასგარეშე აქტივობებში წარმატებებისთვის, გუნდური მუშაობისთვის და ერთმანეთის მხარდაჭერისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203