„გვიგულეთ თქვენ გვერდით! “- ბარათაულის საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
13-06-2023

ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლის ადმინსტრაციამ და პედაკოლექტივმა კურსდამთავრებულებს საშუალო საფეხურის წარმატებით დამთავრება მიულოცეს და მომავალში წარმატება უსურვეს.

ამ დღისთვის სასწავლო გარემო საგანგებოდ მოეწყო, მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებთან ერთად სასკოლო ცხოვრებიდან დაუვიწყარი, სახალისო და ტკბილი მოგონებები გაიხსენეს, ბევრი იცინეს, იხალისეს და ემოციებით დატვირთულები სკოლას დაემშვიდობნენ.

„ძვირფასო ბავშვებო, ჩვენ პედაგოგებმა, დაწყებული თქვენი სკოლაში შემოსვლიდან დღემდე ბევრი გასწავლეთ, არც თქვენ იშურებდით ძალასა და ენერგიას, რომ გესწავლათ. მიგვაჩნია, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ მიიღეთ ზოგადი საშუალო განათლება და შეიძინეთ ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც შეგაძლებინებთ მყარად დაიმკვიდროთ საკუთარი ადგილი ცხოვრებაში და ღირსეულად ემსახუროთ ქვეყანას, საზოგადოებას, ოჯახს. გიყვარდეთ შრომა, იყავით მებრძოლი, მიზანდასახული, თუ ამ რჩევასაც გაითვალისწინებთ ყველაფერს მიაღწევთ... სკოლის დამთავრებას ვულოცავთ თქვენს თანატოლებს, გვიგულეთ თქვენ გვერდით... ბედნიერი გზებით გევლოთ!“, - ასე მიულოცეს სკოლაში მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203