ნაღვარევის საჯარო სკოლაში საინტერესო ინგლისურენოვანი კონკურსი ჩატარდა 
13-06-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი მოეწყო, თემაზე - „ჩვენ ვსწავლობთ წერა-კითხვას ინგლისურად“.

კონკურსში, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და მოტივაციით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ბოლოს, გამოვლენილ გამარჯვებულებს სიმბოლური სიგელები გადაეცათ.

გამარჯვებულები კი, მე-9 კლასის მოსწავლეები: დარინა ბერიძე და ნანა ხილაძე არიან, რომლებმაც შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსს ინგლისური ენის მასწავლებელი ხათუნა ქათამაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203