„კულტურული მემკვიდრეობის მცველები“ - შემეცნებითი კონფერენცია ვარდისუბნის საჯარო სკოლაში 
13-06-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში, ისტორიის პედაგოგის - ირმა ყეინაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „კულტურული მემკვიდრეობის მცველები“.

კონფერენციაზე, სიტყვით გამოვიდნენ მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა სასკოლო საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის რაობის, მნიშვნელობის, მართვის, მათი დაზიანების საფრთხეების, ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.

ასევე, ბავშვებმა საქართველოს ცალკეული კუთხეების მემკვიდრეობა წარმოაჩინეს, მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქართველი ერის უნიკალურობას ხაზი გაუსვეს, რომელმაც მომავალ თაობებს საოცარი მემკვიდრეობა დაუტოვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებთან შეთანხმებით დაიგეგმა მომავალი წლის სამოქმედო ნაბიჯები, რაც ისევ და ისევ მემკვიდრეობის საკითხს ეხება.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოს ყველა მოქალაქის მოვალეობაა. მემკვიდრეობაზე ზრუნვის ყველაზე წარმატებული გზა კი ახალგაზრდა თაობებისათვის სიძველეების მიმართ პატივისცემის გაღვივება და მათი დაცვის მექანიზმების სწავლებაა“, - განაცხადა ისტორიის მასწავლებელმა და კონფერენციის ხელმძღვანელმა ირმა ყეინაშვილმა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203