დაბაძველის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა 
13-06-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლაში, ბავშვთა უფლებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა მოამზადეს როგორც ზეპირი, ასევე ელექტრონული პრეზენტაცია, დაამზადეს პოსტერები და ასე მიულოცეს აღნიშნული დღესასწაული მსოფლიოს ბავშვებს.

„ბავშვი ხომ ხელშეუხებელი სიწმინდე და სიკეთეა ამ სამყაროში. მათი სიყვარული ატრიალებს დედამიწას!“- მოსწავლეები ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მათი სამომავლო სურვილები გააცნეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ბავშვთა უფლებების კონვენციას უფრო სიღრმისეულად გაეცნენ.

„სასიამოვნო და სასიხარულო იყო ეს დღე! ვულოცავ, ყველა ბავშვს, დალოცვილები ყოფილიყავით!“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203