ტომაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ ფუტკარაძე მუნიციპალურ კონფერენციაზე საინტერესო თემით წარდგა 
13-06-2023

თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - გურამ ფუტკარაძე პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და გუნდის წევრებისთვის მაგალითის მიმცემია.

ამჯერად, გურამ ფუტკარაძე მეხუთე მუნიციპალურ კონფერენციას - „სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“ შეუერთდა.

კონფერენციაზე დირექტორი თემით: „ხმამაღალი ფიქრი წიგნიერების კომპეტენციის განვითარებისთის“ წარმატებით წარდგა და სერტიფიკატი გადაეცა.

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, ადმინისტრაცია ვულოცავთ პედაგოგ გურამ ფუტკარაძეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთესა და კიდევ მრავალი ღირსეული თაობის აღზრდას! მადლობა, შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს კონფერენციის ორგანიზებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203