ჟანივრის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები „ეტალონის“ სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ
13-06-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები - ლუკა ტაკიძე და მარიამ კილაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
შუახევის დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ვულოცავთ პირველი ეტაპის წარმატებით გავლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შუახევის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 13 ივნისს ჩატარდა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 15 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს