ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე თათია მსხვილიძე საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
13-06-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ, როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლე თათია მსხვილიძე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო საგანმანათლებლო პროექტში - „თვითმმართველი ლიდერები 2023“ ტენინგ-კურსის წარმატებით გავლისა და მონაწილეობისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
პროექტის მონაწილეებს სიგელები, 11 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადაეცათ, სადაც ხევაშენის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თათია მსხვილიძეც იმყოფებოდა.
პროექტი პროექტი მოიცავდა სამ ეტაპს:
1) ორდღიანი ონლაინ ტრენინგი;
2) გუნდური საშინაო დავალება;
3) პროექტის დახურვა/სერტიფიკატების გადაცემა.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარისა და წევრებისათვის ამ არჩევითი ორგანოს როლისა და მნიშვნელობის გააზრება, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისი აქტივობების დასაგეგმად კვლევების ჩატარება და სასკოლო პროექტებში ჩართულობის გაზრდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს