ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში, კომპლექსური დავალების ფარგლებში, შიდასასკოლო სპორტული ფესტივალი მოეწყო
13-06-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლაში კომპლექსური დავალება - „შიდასასკოლო ფესტივალი“, ჩატარდა.

სპორტულ ფესტივალში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, ერთმანეთს სხვადსხვა დაბრკოლებების გადალახვაში შეეჯიბრნენ დღე ძალიან ნაყოფიერად და ხალისიანად ჩაატარეს.

„განსაკუთრებული მადლობა მშობლებს, რომლებმაც დრო გამონახეთ და აქტიური ჩართულობა დაგვანახეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203