ჩაისუბნის N2 სკოლის მე-7 კლასელებმა პროექტ-გაკვეთილი - „ოტია იოსელიანის ცხოვრება და შემოქმედება“ საინტერესოდ შეაჯამეს
13-06-2023

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროექტებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მე-7 კლასმა დაასრულა გაკვეთილი-პროექტი - „ოტია იოსელიანის ცხოვრება და შემოქმედება“. 

პროექტის ბოლო აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მოსწავლეები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ და დიდი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ნაკლებად ცნობილი დეტალები შეიტყვეს. 

მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნატალია შოთაძის თქმით, ამ დღის შთაბეჭდილებები ბავშვების მეხსიერებაში დიდხანს დარჩება.

„მოვინახულეთ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი, გავიცანით შესანიშნავი ოჯახის წევრები, რომლებიც საინტერესოდ გვაცნობდნენ დიდი ხელოვანის ცხოვრებას, ოტიას აივანზე გავიხსენეთ ლექსები, ფრთიანი ფრაზები, ძალზედ კმაყოფილები დავრჩით, განსაკუთრებით ბავშვები, თითოეულ ნივთს სათუთად ათვალიერებდნენ, მადლობა კლასის დამრიგებელს: ხათუნა უსტიაშვილსა და მშობლებს ამ შესანიშნავი დღის შთაბეჭდილებები დიდხანს დარჩება ბავშვების მეხსიერებაში“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატალია შოთაძე.

მე-7 კლასის დამრიგებელი ხათუნა უსტიაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203