ახალშენის N2 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
13-06-2023
სპორტი, რომ ჯანმრთელობის საწინდარია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ მოსწავლეებში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, სკოლაში ჩატარდა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“.

ღონისძიებამ სკოლის სამივე რგოლი - მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი გააერთიანა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და აგრეთვე მშობლებმა.

მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი ბადრი შამილაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203