„წრედი მისალოც ბარათზე“- ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
13-06-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და გამორჩეულ პროექტებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „წრედი მისალოც ბარათზე“ გაიმართა. მისი საბოლოო სახით წარსადგენად, პროექტის ხელმძღვანელი მზია სულაკაძე, ფიზიკის მასწავლებელი - ლალი ყუფარაძე, ხელოვნების მასწავლებელი - ი. კლდიაშვილი და მე-6 კლასის მოსწავლეები შეიკრიბნენ.

მოსწავლეებმა დაფაზე თავისი ხელით შექმნილი გეომეტრიული ფიგურებით გაფორმებული ბარათები (ხელ-ლი: ი. კლდიაშვილი)  გააკრეს. 

ფიზიკის მასწავლებელი, ლალი ყუფარაძე მოსწავლეებს ესაუბრა  ელექტრონულ წრედებზე, გამტართა მიმდევრობით და პარალელურ შეერთებაზე, მასწავლებელი მზია სულაკაძე კი - ექსპერიმენტულად ელემენტარული ელექტრული წრედის აწყობაზე.

მოსწავლეებმა ძველი და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, შექმნეს წრედები მიმდევრობით და პარალელურ შეერთებაზე.
დაკვირვების საფუძველზე, მათ გამოთქვეს თავიანთი აზრი ელექტროენერგიის მომხმარებელთა მიმდევრობითი და პარალელური შეერთების თავისებურებებზე, მათ უპირატესობებზე განსაზღვრულ სიტუაციებში.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია შუქდიოდმა. მათმა მინიატურულმა ზომებმა, აგებულებამ, გამოყენების სფეროებმა.

„მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს სამუშაო, საბოლოოდ შეძლეს წრედის აწყობა მისი განთავსება მათსავე შექმნილ ბარათებზე, მოახერხეს ბარათის განათება და ასევე გახმოვანება. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი პროექტს. ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს საბუნებისმეტყველო მეცნიერების „ფიზიკის” სამყაროში შესასვლელად“,- აღნიშნავს პედაგოგი მზია სულაკაძე

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203