ტოლების საჯარო სკოლის მოსწავლეები ფესტივალის აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარდგნენ
13-06-2023

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით საინტერესო აქტივობებსა და პროექტებში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები სამტრედიაში გამართულ ფესტივალს შეუერთდნენ. ფესტივალზე მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებმა ევროპისა და აზიის ქვეყნების ტრადიციები წარმოაჩინეს. 

მათ შორის იყვნენ ტოლების საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საზოგადოებას ირანის ისტორია, კულტურა და სამზარეულო გააცნეს.

​„მოსწავლეებმა დავალებას - წარმოედგინათ ირანის ისტორია და კულტურა, თავი არაჩვეულებრივად გაართვეს და ფართო აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარდგნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დღევანდელი დღის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203