უჩხოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თორნიკე ბოლქვაძე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
12-06-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში ხშირად და დიდი მონდიმებით ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ ისინი სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. ერთ-ერთი ასეთი მე-11 კლასის მოსწავლე თორნიკე ბოლქვაძეა.
ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით-კონფერენცია ჩატარდა. მასში თორნიკე ბოლქვაძეც მონაწილეობდა. მან შესაძლებლობები გამოავლინა, დრო ნაყოფიერად გაატარა და ღირსეულად იასპარეზა.
მოსწავლემ, მათემატიკის სექციაში, თემა - „სიმეტრია“ წარადგინა. როგორც სკოლაში ამბობენ, მასწავლებელ ლამზირა თავართქილაძის მოსწავლის თემამ დადებითი შეფასება დაიმსახურა და სერტიფიკატი გადაეცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს