ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს 
12-06-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს შემაჯამებელი ღონისძიება წარადგინეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, სხვადასხვა ნომრები წარადგინეს, ქართული სიმღერები შეასრულეს, ქორეოგრაფიული ნომრები დადგეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.

მოსწავლეებმა, ასევე ნახატების გამოფენა მოაწყვეს, სადაც ხელნაკეთი ნივთები, სურათები და საყოფაცხოვრებო ნივთები წარადგინეს.

მოსწავლეებისთვის დღე დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203