ლეღვანის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ „ნაბუს“ წევრები ლიტერატურულ პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
12-06-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ - „ნაბუს“ წევრებმა ლიტერატურულ პროექტში შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

მოსწავლეები - მარიამ ბურჯანაძე, მარიამ ვეფხვაძე, საბა შარიქაძე, ბარბარე მაღრაძე და თაკო შარიქაძე პირველ და მეორე ტურში წარმატებული ასპარეზობისთვის დაჯილდოვდნენ.

პროექტი სულაკაურის გამომცემლობის მიერ იყო ორგანიზებული სახელწოდებით - „ყველაზე წიგნიერი“.

აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ხათუნა მაღრაძე გახლდათ, კლუბის ხელმძღვანელები კი - სოფიო ცისკაძე და ეკატერინე ფერაძე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203