საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლე დავით გოგიჩაშვილმა საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებას მიაღწია
12-06-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ პროექტსა თუ კონკურსში ერთვებიან. მიღწეული შედეგებით კი, სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს აძლევენ. 

ერთ-ერთი ასეთი მე-3 კლასის მოსწავლე დავით გოგიჩაშვილია. მან „კინგსის“ ოლიმპიადაზე, ქართული ენისა და მათემატიკის ლიგაში ბრწყინვალე შედეგს მიაღწია. მესამეკლასელი ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„2022-23 სასწავლო წელს არაერთმა მოსწავლემ ასახელა სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებზე. ვულოცავთ დავითს და მის პედაგოგებს - მზია მელივას და მარი თაბაგარს მოსწავლის ბრწყინვალე წარმატებას. დავითს კი დიდ წარმატებებს ქვეყნისა და ოჯახის გასახარად“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203