„სკოლის ეზო“ - საინტერესო პროექტი სულდის საჯარო სკოლაში 
12-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე - „სკოლის ეზო“, იმუშავეს.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე სკოლის ეზო გააფორმეს, ფერადი ნახატებით მორთეს ასფალტი და ლამაზი ქვებით საინტერესო ფიგურები შექმნეს.

ბავშვები აქტივობაში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ და დღის ბოლო გაკვეთილი სიხარულით ჩაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათში კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203