ბარეთის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს
12-06-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს აღნიშნავენ.

ამჯერად, მათ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს.

ღია ცის ქვეშ, მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად, სხვადასხვა საინტერესო თამაშები და სპორტული შეჯიბრებები გამართეს.

მასწავლებელთა ჩართულობამ ისინი მეტად გაახალისა და მოტივაცია აუმაღლა.

მათ ასევე, იცეკვეს, იმღერეს, დრო ხალისიანად გაატარეს.

„საუკეთესო სკოლის გუნდი, საუკეთესო სკოლის გარანტია. გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მადლობა მასწავლებლებს: ნანა დევდარიანს, მაკა გორდულაძესა და მარიამ ელოშვილს ბავშვების გახალისებისთვის“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო წიფიანი.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203