ირემაძეების საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრის სპექტაკლი - „კომბლე“ გამართეს
12-06-2023

მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

ისინი მოსწავლეებს სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა, საგანში - ბუნებისმეტყველება, ჩრდილების თეატრის სპექტაკლი - „კომბლე“, წარადგინეს. ღონისძიებაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

წარმოდგენას დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინგა ხოზრევანიძის ხელმძღვანეობით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203