კოტიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ექსკურსია-პროექტი მოეწყო 
12-06-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის პედაგოგის - ლალიკო კობახიძის ინიციატივით, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია - პროექტი განხორციელდა.

ექსკურსიაში მე-4 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები აქტიურად და დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ.

ექსკურსიის მარშრუტი გახლდათ: კოტიანეთი - ქუთაისი, რადაც ბავშვებმა პრომეთეს მღვიმე და მოწამეთა მოინახულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრომეთეს მღვიმეში, მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ გიდს და უფრო დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ ბუნების მიერ შექმნილ ამ საოცრებას.

მოწამეთაში, ბავშვები ქვეყნის ისტორიასა და ამ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლს გაეცნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203