კოტიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო
12-06-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში პედაგოგ ეკა ადამიას ხელმძღვანელობით, საინტერესო გასვლითი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეები იმერეთის ცენტრ - ქუთაისს ესტუმრნენ, საოცარი პრომეთეს მღვიმე და მოწამეთა სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო ექსკურსიის ფარგლებში მე-6 კლასში პროექტი განხორციელდა, საკუთარი თვალით ნანახმა მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და აღნიშნეს, რომ ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ.

„სილამაზე, რომლის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია“, - აღნიშნავენ სკოლაში ექსკურსიასთან დაკავშირებით.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203