ყელქცეულის საჯარო სკოლაში პირველთანრიგოსანი მოჭადრაკის, მერაბ ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სასკოლო ტურნირი გაიმართა
12-06-2023
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღონისძიება მოეწყო. 

სკოლაში პირველთანრიგოსანი მოჭადრაკის, მერაბ ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სასკოლო ტურნირი გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. 

ტურნირს პირველთანრიგოსანი მოჭადრაკეები - ჯემალ ინჯია და სოსო ეგნატაშვილი უძღვებოდნენ. 15 მონაწილე მოსწავლიდან, ღირსეულ ბრძოლაში, შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

I ადგილი - დანიელ გამგებელი (მე-10 კლასი);
II ადგილი - ნინი წეველიძე (მე-5 კლასი);
III ადგილი - ამირან ხითარიშვილი (მე-9 კლასი). 

„მადლობა ჩვენი სკოლის საპატიო სტუმრებს მობრძანებისთვის, ჩემს კოლეგებს და მოსწავლეებს სკოლის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებები ყველას, ძვირფასებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203