სუფსის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს
12-06-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი.

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ისეთი გამორჩეული დღე ყოფილა, როგორიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები მოეწყო. პედაგოგემა იზრუნეს, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ.

მოსწავლეებმა ასფალტზე დახატეს, ამ დღის შესახებ ისაუბრეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203