„ბუნება და ამინდი“ - ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღია გაკვეთილი 
12-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, რუსული ენის მასწავლებელმა მე-6 კლასში ჩაატარა საინტერესო ღია გაკვეთილი, რომლის თემა იყო - „ბუნება და ამინდი“.

მოსწალვეებმა გაკვეთილზე თემატური პლაკატები და კედლის გაზეთი შექმნეს.

აქტივობაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203