სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შორის სპორტული შეჯიბრი გაიმართა 
12-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სპორტის მიმართ ინტერესს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრი აქტიურად იმართება.

ამჯერად, სკოლაში, სპორტის მასწავლებელ ხნგიანოს არაქელიანის ხელმძღვანელობით, სპორტული შეჯიბრი ჩატარდა.

მასში სკოლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და შეჯიბრებები მოსწავლეთა შემოქმედებით შესაძლებლობებს წარმოაჩენს და მათ მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203