ჟდანოვის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
12-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-6 კლასში რუსული ენის მასწავლებელმა - ლამარა მარიკიანმა შესანიშნავი გაკვეთილი - „წლის სეზონები“, ჩაატარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ თემატური ნამუშევარიც შექმნეს და პლაკატზე წელიწადის ოთხი დროისთვის დამახასიათებელი ნახატები შექმნეს. 

მეექვსეკლასელებმა პრეზენტაცია გამართეს, საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მათი პრეზენტაციით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203