ბავშვთა დაცვის დღესასწაული აბულის საჯარო სკოლაში
12-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, მეათე, მეშვიდე, მეექვსე და მესამე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ ჰაიკანუშ იორდანიანის ხელმძღანელობით, სახალისო და გასართობი ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა საყვარელი ზღაპრის გმირების როლებიც მოირგეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. გარდა ამისა, მათ იმღერეს, იცეკვეს და საინტერესო ნომრები წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203