ახალშენის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო სპექტაკლი დაიდგა
12-06-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ დალი დევაძესთან ერთად, სპექტაკლი -  „ისტ-ი ქექია“ დადგეს.

მოსწავლეებმა სპექტაკლზე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თავიანთი არტისტული ნიჭი წარმოაჩინეს, რაც ძალიან საინტერესო და სანახაობრივი იყო.

მათმა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და დადებითი ემოციებით აღსავსე იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას ზრდის.

​იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203