ახალშენის N2 სკოლის მოსწავლეები მხატვრულ-შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობდნენ
12-06-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ლიტერატურულ აქტივობასა თუ კონკურსში მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მე-3 და მე-4 კლასები მოსწავლეები, მასწავლებელ ნატალი ბერძესთან ერთად, მხატვრულ-შემოქმედებით კონკურსს შეუერთდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მხატრულ- შემოქმედებითი კონკურსი მინდია აბაშიძის სახელობის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის საბიბლიოთეკო სივრცეში, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიცირებითა და ორგანიზებით, ხელვაჩაურის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

კონკურსის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო:

  • მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაცია;
  • მოსწავლეებში პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთა შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობა, თვალსაწიერის გაფართოება. 
კონკურსი ჩატარდა ორ - სასკოლო და მუნიციპალურ ტურად, მუნიციპალურ ტურში წარსადგენად გუნდებს მასწავლებელთან ერთად, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საშინაო დავალება - „ფლეშმობი“ მიეცათ.

კონკურსში მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203