
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით, მრავალფეროვანი ღონისძიებები თუ აქტივობები ტარდება.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელ კარინე ჩოგანდარიანთან ერთად, ხელოვნებაში გავლილი მასალა შეაჯამეს.
კლასში, თემაზე - „საუბრები ხელოვნების შესახებ“ პრეზენტაცია ორ - ქართულსა და სომხურ ენებზე გაიმართა.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ხელოვნების დარგების, ნიმუშების შესახებ ისაუბრეს.
მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
პრეზენტაციის ბოლოს კი სკოლაში გამოფენა მოეწყო, სადაც ბავშვების ნამუშევრები იყო წარმოჩენილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას მასწავლებლები, სხვა საფეხურის მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
მსგავსი ღონისძიებები და პრეზენტაციები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: