ტყიბულის N6 სკოლის III კლასის მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთული სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
12-06-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIIბ კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი - ფატიმა რობაქიძე, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სათაფლიის მღვიმე, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, მოინახულეს ბაგრატისა და გელათის ტაძრები, გაეცნენ დიდი ქართველი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიებს.
ბავშვებმა პატივი მიაგეს საქართველოსთვის თავდადებული გმირებისა და მეფეების საფლავებს, დავით აღმაშენებლის საფლავთან წაიკითხეს ლექსები, მოსწავლეები დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ უკან.