ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება დიდი არაქალის საჯარო სკოლაში
12-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისოდ და შემოქმედებითად აღინიშნა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა გასართობი ღონისძიება ჩაატარეს და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - არუსიაკ აბდულიანის ხელმძღვანელობით, უმცროსკლასელებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, სასაცილო სცენები დადგეს და ძალიან ბევრი იმხიარულეს და სასიამოვნო დრო გაატარეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203