ჟდანოვის საჯარო სკოლაში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა 
12-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში სპორტისა და გეოგრაფიის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

ინტეგრირებული გაკვეთილი VIII კლასის მოსწავლეებისა და მასწავლებლის - ჰასმიკ ანტანოსიანის ინიციატივით გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნების შესახებ მცირე დროში მიღებული ცოდნა პასუხისმგებლობით წარმოადგინეს.

გაკვეთილის შუაში მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფური პროექტის მეთოდით, სადაც თავიანთი უნარები და ინტელექტის დონე კიდევ ერთხელ წარმატებით წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სპორტის დახმარებით, მოსწავლეები უკეთ გაეცნენ ქვეყნებს და ფეხბურთელთა წარმომავლობას, მოსწავლეებმა განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივარმა ბიჭებმა კარგად იცოდნენ რომელი ფეხბურთელი რომელი ქვეყნის ნაკრებში თამაშობდა.

„ასეთი საკლასო ფორმა მოსწავლეებისთვის უფრო შთამბეჭდავი ხდება, ისინი უკეთ ეუფლებიან საგანს და დიდი სიამოვნებით მონაწილეობენ გაკვეთილებში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203