მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება წერეთელის საჯარო სკოლაში 
12-06-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს.

აკადემიური წლის ბოლო ახლოვდება მეოთხეკლასელები კი, პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან.

მოსწავლეები ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, სცენა ფერადი ბუშტებითა და დეკორაციებით მორთეს და დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს.

მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

„ჩემო ძვირფასებო, დღეს ჩემი IV კლასელებისთვის გამოსაშვები! ვულოცავ დღესასწაულს, გისურვებთ გაბედულად და ხალისიანად გაიაროთ განათლების საფეხურები....“, - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203