„ჩემი პროექტები“- არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შიდასასკოლო კონფერნეცია გაიმართა
12-06-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული და საინტერესო აქტივობები იმართება. 

ამჯერად, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა ეკატერინე ჩიტაურმა, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, მოსწავლეთა შიდასასკოლო კონფერნეცია - „ჩემი პროექტები“, გამართა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, კონფერენციის მონაწილეებმა, სხვადასხვა პროგრამებში განხორციელებული, ძალიან საინტერესო პროექტები წარადგინეს. 

კონფერენციას სკოლის დირექტორი, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. 

მონაწილეებმა შემდეგი პროექტები წარადგინეს:

1. მარიამი ბენიაიძე - ზღაპარი ქალთევზა (პოვერ პოინტის პროექტი);
2. პეტრე ანგელე - ბუბუნაური ბურთი ;
3. ლუკა ბუთხუზი - ბურთი;
4. ნიკოლოზ ბუთხუზი - fake მარიო;
5. თორნიკე ბურდული - ბუშტების გახეთქვა;
6. ანა ბუჩუკური - ტესტები;
7. ლუკა გვრიტიშვილი - მელია და მამალი;
8. დავითი ვეშაგური - ახალი წელი (პოვერ პოინტის პროექტი);
9. საბა ზვიადაური - გოგონას ერთი დღე;
10 თიკა იჩუაიძე - ბურთი;
11. მაკა რაქვიაშვილი - გამოცანები (პოვერ პოინტის პროექტი);
12. თორღვა ქერაული - 26 მაისი (პოვერ პოინტის პროექტი);
13. გოჩა წიკლაური - პლაფი თამაში;
14. ანასტასია ხუციშვილი - კალკულატორი.

სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს და მასწავლებელს წარმატებები და უფრო ფართო მასშტაბის კონფენერენციაში მონაწილეობის მიღება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203