თბილისის N103 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლმა ხელოვნების ფესტივალში გაიმარჯვა
12-06-2023
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ანი“, რომლის წევრები სხვადასხვა კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ანსამბლი, რომლის ხელმძღვანელი ანგელინა ნაზარიანი გახლავთ, ფესტივალში - „ხელოვნების სამყარო 2023“ მონაწილეობდა.

მათ ხელოვნების ფესტივალზე შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ანსამბლმა აღნიშნულ ფესტივალში გაიმარჯვა და დაიმსახურა ჯილდო - ბულგარეთში ფესტივალზე „საოცრებათა ქვეყანა“ მიიღოს მონაწილეობა.

ფესტივალი  გურჯაანში ​გაიმართა.

„ვულოცავთ მთელ გუნდს ამ დიდ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203