ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება
12-06-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. ეს ემოციური და მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.

 ამასთან დაკავშირებით, მე-4 კლასში პედაგოგ მზია ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება მოეწყო.

ზეიმზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

მეოთხეკლასელებმა პედაგოგის ღვაწლი აღნიშნეს - მას გაწეული შრომისა და ამაგისთვის, რომელიც მათ განათლებაში ჩადო მადლობა გადაუხადეს.

„ბავშვები გულთბილი სიტყვებით დაემშვიდობნენ საყვარელ მზია მასწავლებელს, რომელმაც ოთხი წელი თავდაუზოგავად გაატარა მათთან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203