„ხელოსნობა საქართველოში“ - შემოქმედებითი პროექტ-გაკვეთილი ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში
12-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მაწავლებელმა V კლასში, განახორციელა პროექტ - გაკვეთილი, თემაზე- „ხელოსნობა საქართველოში“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, თემატური ხელნაწერი წიგნები შექმნეს.

აღსანიშნავია, გაიმართა პრეზენტაცია, სადაც ჯგუფებმა მათ მიერ შექმნილი პროდუქტი ერთმანეთს გააცნეს და შეაფასეს.

თემატიკიდან გამომდინარე ერთ-ერთმა მოსწავლემ წარმოადგინა მუსიკალური ნომერი გიტარის თანხლებით, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა სამუშაო პროცესი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი შემოქმედებითად და ხალისიანად წარიმართა. წახალისების მიზნით, მასწავლებელმა, მაია აბულაძე მოსწავლეებს სიმბოლური სიგელი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ პროექტს პედაგოგი მაია აბულაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203